“ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება სამ თვიანი თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან ცხრა თვიანი სტაჟირებისგან.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ცხრა თვიანი სტაჟირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს იმ ადვოკატების განაცხადების მიღებას, ვისაც სურს ადვოკატთა ასოციაციის მენტორთა სიაში შესვლა. აღნიშნულ სიაში შესული ადვოკატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს მენტორთა უნარ-ჩვევებში და 2019 წლის იანვირიდან შეძლებენ სტაჟიორთა აყვანას „ადვოკატთა შესახებ“ კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მენტორობის მსურველი ადვოკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
კრიტერიუმებს:
• ადვოკატად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
• სამუშაო ადგილის ბიუროს/ოფისის არსებობა;
• მენტორი არ უნდა იყოს სახდელდადებული ეთიკის კომისიის მიერ (არ ვრცელდება გაქარწყლებულ სახდელებზე).
✉ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 26 ოქტომბერი 18:00 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
შენიშვნა: სტაჟირების პროცესის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ადვოკატთა ასოციაცია იტოვებს უფლებას ადგილზე დაათვალიეროს ადვოკატის ოფისი/ბიურო.